მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ის საელჩო საქართველოში: ილია მეორის ცხოვრება და უდიდესი ღვაწლი არასდროს მიეცემა დავიწყებას

აშშ საელჩო

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. სამძიმრის წერილი საელჩოს Facebook გვერდზე გამოქვეყნდება.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო. მისი ცხოვრება და უდიდესი ღვაწლი არასდროს მიეცემა დავიწყებას. დაე, მშვიდად განისვენოს მისმა სულმა", - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

93 წლის ასაკში, საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე გარდაიცვალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები