აშშ-ის საელჩომ სამეცნიერო და ტექინოვატორებისთვის გამოცხადებული პროგრამის ვადები გაახანგრძლივა. საელჩოს განცხადებით, პროგრამაზე განაცხადების მიღება 28 მარტამდე გახანგრძლივდა.
ამერიკის საელჩოს განცხადებით, პროგრამა ორიენტირებულია მეწარმეებზე, რომლებსაც აქვთ ჩამოყალიბებული კონცეფცია, მაგრამ არ აქვთ ან აქვთ მცირე მოგება (100 ათას დოლარზე ნაკლები) და ჯერ კიდევ მუშაობენ თავიანთი პროდუქტისა თუ მომსახურების დახვეწაზე. 8-კვირიანი პროგრამის მოიცავს ინტენსიურ კურსებს, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში დაიწყება. დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე.