მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა "მეგობარი აქტს" მხარი დაუჭირა

სს

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა "მეგობარი აქტს" მხარი დაუჭირა. ეს არის საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს შესახებ, რომელიც ითვალისწინებს აშშ-ის დახმარებას საქართველოს დემოკრატიული პროგრესის შემთხვევაში.

იმისათვის, რომ კანონი ძალაში შევიდეს, ის უნდა დაამტკიცოს კონგრესის ორივე პალატის შესაბამისმა კომიტეტმა, შემდეგ კი - მთლიანმა პალატებმა.

MEGOBARI Act-ი შემდეგ საკითხებს მოიცავს:

  • აშშ-საქართველოს ურთიერთობის სრული გადახედვის ინიცირებას, დახმარების ყველა პროგრამის ჩათვლით;
  • ის აღიარებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას ევროატლანტიკური გაწევრიანების პროცესის ქვეყნის კონსტიტუციით გათვალისწინებული ვალდებულების მიმართ;
  • მოითხოვს პრეზიდენტმა სანქციები დაუწესოს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს და მათ მხარდამჭერებს, რომლებიც ჩართულნი არიან კორუფციაში, რათა შეაფერხონ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, შეარყიონ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ან ჩაერთონ სხვა კორუფციულ ქმედებებში, რომლებიც საზიანოა საქართველოში სტაბილურობისთვის;
  • ხალხთა შორის კავშირების და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას, როდესაც საქართველო შესაბამისობაში მოვა საკუთარ კონსტიტუციურ მოთხოვნებთან;
  • გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, განგრძობადი და უკანონო რუსული ოკუპაციის პირობებში.


აშშ-ის კონგრესში ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო უილსონის მიერ წარდგენილია “ქართული კოშმარის არაღიარების აქტი", რომელიც კრძალავს ბიძინა ივანიშვილის ან მისი ლიდერობით მოქმედი საქართველოს ნებისმიერი მთავრობის აღიარებას შეერთებული შტატების მხრიდან. 5 მარტს "მეგობარი აქტი" სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში წარადგინეს კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა ჯიმ რიშმა და კომიტეტის დემოკრატმა წევრმა, ჯინ შაჰინმა. 24 მარტს კანონპროექტის თანასპონსორი გახდა კიდევ ორი სენატორი - რესპუბლიკელი პიტ რიკეტსი და დემოკრატი კრისტოფერ კუნსი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები