მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ის სახდეპი მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვის შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს

სს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

“სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა.

სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა პრეზიდენტ ტრამპის მოწოდება მკვლელობების შეწყვეტის შესახებ და მოსკოვის მიერ რუსეთ-უკრაინის ომის მდგრადი მოგვარებისკენ არსებითი ნაბიჯების გადადგმის საჭიროებაზე“,- ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები