მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ის სანქციების მიუხედავად, ირანმა ჩინეთს ნავთობი მიაწოდა

5cdd688d17c24
მიშა ხაჩიძე
16.05.19 18:00
1030
საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ირანულმა ტანკერმა Marshal Z-მ ჩინეთის ქალაქ ჩჯოუშანთან ახლოს, დაახლოებით 130 ათასი ტონა ნავთობი გადაზიდა, რაც დონალდ ტრამპის მიერ ისლამური სახელმწიფოსთვის დაწესებული სანქციების ცალსახაა დარღვევაა.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკური ომი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ორი კვირის წინ გამწვავდა. დონალდ ტრამპის განკარგულებით, ირანზე ეკონომიკური ემბარგო ამოქმედდა. დაწესებული სანქციების მიუხედავად თეთრი სახლის ლიდერმა ირანის პრეზიდენტთან შეხვედრისა და მოლაპარაკებების იმედი დაიტოვა.

ირანში რეცესიაა, 2018 წელს ირანის ეკონომიკა 3.9%-ით შემცირდა. ექსპერტები მიმდინარე წელს ეკონომიკის 5%-ით ვარდნას ვარაუდობენ. ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ ამერიკული ემბარგო გავლენას ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორზე, უმთავრესად კი, ნავთობის ექსპორტსა და საბანკო სფეროზე მოახდენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები