მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის სანქციების მიუხედავად, ირანი ნავთობის ექსპორტის გაგრძელებას გეგმავს

ირანი

აშშ-ის მიერ დაწესებული შეზღუდვების დროებითი გაუქმების გადაწყვეტილების გაუქმების მიუხედავად, ირანი ნავთობის ექსპორტს შეუფერხებლად აგრძელებს. ამასთან, თეირანი რეგიონში განახლებული სამხედრო დაპირისპირებისა და აშშ-ის მიერ გამოცხადებული საზღვაო ბლოკადის ფონზე, ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის შენარჩუნებასაც აქტიურად ცდილობს.

ირანის ნავთობის მინისტრის, მოჰსენ პაკნეჯადის განცხადებით, ქვეყნის ნავთობის ექსპორტი 60-დღიანი საგამონაკლისო რეჟიმის შეწყვეტის მიუხედავად უწყვეტად მიმდინარეობს. უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სამინისტრომ წლების განმავლობაში შექმნა მყარი მექანიზმები, რომლებიც ამერიკული სანქციების გასანეიტრალებლად გამოიყენება და ეს სისტემები ამჟამადაც სრულად ფუნქციონირებენ.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ივნისის შუა რიცხვებში გაფორმებული შეთანხმება პრაქტიკულად ანულირებულია რეგიონში მომხდარი მორიგი ესკალაციის გამო, რაც ტანკერებზე თავდასხმებს, აშშ-ის საპასუხო დარტყმებსა და ირანის პორტებისა და ნავთობის ტვირთების წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადის აღდგენას მოიცავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები