მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ის სავაჭრო პალატის თავმჯდომარე თბილისის პრობლემებს ასახელებს

5b350061855b3
სალომე მეცხვარიშვილი
28.06.18 20:30
714
აშშ-ის სავაჭრო პალატის თავმჯდომარის მაიკლ ქაუგლის განცხადებით, მას როგორც თბილისის მცხოვრებს სხვადასხვა სახის პრობლემები აწუხებს. ამის შესახებ მან თბილისის მერიის წარმოამდგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, სადაც ბიზნესს საინვესტიციო პროექტები გააცნეს.

“ჩემი როგორც მოქალაქის პოზიციას ამ შემთხვევაში პირადი გამოცდილებით გეტყვით, რომ თბილისში არის სხვანადახვა პრობლემა, რომელიც მაწუხებს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ეს არის გაუმართავი ინფრასტრუქტურა, ცუდი გზები, ასევე პარკინგის პრობლემა. რთული მდგომარეობაა სოციალური ეკონომიკის მიმართულებითაც, რადგან ქალაქში დღემდე არიან ძალიან რთულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები და მათი მდგომარეობაც ზოგადი სურათის ერთერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია”,- აცხადებს მაილ ქაუგლი.

რაც შეეხება მის დამოკიდებულებას და რეკომენდაციების მერიისადმი, მისი თქმით, მას აინტერესებს როგორ შეიძლება კომუნიკაციის დამყარება მერიასთან, საინვესტიციო პროექტების არსებობის შემთხვევაში.

“ჩემი მხრიდან ერთადერთი რეალური შეკითხვა მერიის მიმართ იქნება შემდეგი: როგორ უნდა მივიტანოთ ჩვენი სათქმელი ბიზნეს სექტორმა თუ ამა თუ იმ საერთაშორისო ორგანიზაციამ მერიამდე მაშინ, როდესაც გვყავს კონკრეტული ინვესტორი მაგალიტად, რომელიც დაინტერესებულია სხვადასხვა საკითხებით. რაც მთავარია გვაინტერესებს როგორ უნდა გავაგებინოთ ჩვენი სათქმელი მერიას ისე, რომ ამ დიალოგს და კომუნიკაციას ჰქონდეს შედეგი“,- აცხადებს ქაუგლი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები