მექსიკიდან ასობით მიგრანტმა აშშ-ის საზღვრის გადაკვეთა სცადა. როგორც Reuters-ი წერს, მიგრანტების უმრავლესობა ვენესუელიდან იყო. მათ სცადეს ბარიერების გარღვევა და საზღვრის ჯგუფურად გადაკვეთა. ისინი ამერიკაში თავშესაფარს ითხოვენ.
„გთხოვთ, გადაგვიშვით საზღვარზე, რათა ჩვენი ოჯახების დახმარება შევძლოთ. მხოლოდ ასე შეიძლება მქონდეს მომავალი და დავეხმარო ოჯახს“, - განაცხადა 18 წლის ვენესუელელმა.
ამერიკის სასაზღვრო პოლიციამ მათი შეჩერება წიწაკის სპრეით სცადა.
„ჩვენ ვმუშაობთ, რათა უზრუნველვყოთ სამართლებრივი და ორგანიზებული ნაკადების მართვა რომლებიც აშშ-ის საზღვარზე გადასვლას ცდილობენ, ამასთან უზრუნველვყოთ საბაჟო პროცედურების უსაფრთხოება“, - აცხადებენ აშშ-ის სასაზღვრო დაცვის სამსახურში.
ინციდენტის შედეგად გუშინ საზღვარზე მიმოსვლა შეფერხებული იყო.

























