9 თებერვალს სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ეროვნული უსაფრთხოების სხვა პრიორიტეტული ქვეყნებისთვის $95.3 მილიარდიანი დაფინანსების პროექტის განხილვას დაუჭირა მხარი.
ფინანსური დახმარების პაკეტი უკრაინისთვის $60 მილიარდს, ისრაელისთვის $14 მილიარდს, უკრაინის, ღაზა და ვესტ ბანკის მოქალაქეებისთვის კი $4.8 მილიარდის გამოყოფას ითვალისწინებს. მის განხილვას მხარი 64-მა სენატორმა დაუჭირა, 19-ის საწინააღმდეგოდ.
The Hill-ის ინფორმაციით, დემოკრატ და დამოუკიდებელ სენატორებს ამჯერად 14 რესპუბლიკელიც შეუერთდნენ, თუმცა რესპუბლიკელები მიიჩნევენ, რომ ფინანსების ნაწილი აშშ-ში მიგრანტთა ნაკადის კონტროლს უნდა მოხმარდეს.