მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტი $750 მილიარდამდე იზრდება

5c0fce95dc545
ლევან თაღიაშვილი
11.12.18 19:17
614
დონალდ ტრამპმა თავდაცვის მინისტრის, ჯეიმს მეტისის მოთხოვნა დააკმაყოფილა და დიდი ალბათობით, მომავალ წელს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ბიუჯეტი $750 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.

ინფორმაცია CNN-ს თეთრი სახლის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.

მათი განცხადებით, პრეზიდენტი სრულად უჭერს მხარს სახელმწიფო თავდაცვის სტრატეგიას და აგრძელებს სამხედრო ძალის გაძლიერებას.

პირველი პრესაში ინფორმაცია სააგენტო Politico-მ გამოაქვეყნა. სხვადასხვა ამერიკელი ექსპერტი საუბრობს, რომ თავდაცვის ბიუჯეტი წლიურად 3-დან 5%-მდე უნდა გაიზარდოს, მათ შორის ფინანსები უნდა გამოიყოს ატომური იარაღის ელემენტებისთვის.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს თავდაცვის ბიუჯეტი $634 მილიარდი იყო.