მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ აბორტის კონსტიტუციური უფლება გააუქმა

62b5d2bed0389
BM.GE
24.06.22 20:24
1358
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და სასამართლოს მიერ 1973 წელს მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა, რომელიც აბორტის უფლებას ეხებოდა.

როუ უეიდის წინააღმდეგ (Roe vs Wade) გადაწყვეტილების შეცვლის შედეგად, შტატებს მიეცათ უფლება, ინდივიდუალურად და დამოუკიდებლად გადაწყვიტონ იქნება თუ არა მათ იურისდიქციაში აბორტი ნებადართული ან აკრძალული.

ექსპერტების ვარაუდით, შტატების თითქმის ნახევარი სრულად აკრძალავს ან მნიშვნელოვნად შეზღუდავს აბორტის უფლებას, თუმცა ზოგიერთ შტატში ის ისევ ნებადართული იქნება, მაგალითად, ნიუ-იორკში.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი ექვსმა უზენაესმა მოსამართლემ დაუჭირა, სამი კი წინააღმდეგი იყო.

სასამართლოს განზრახვის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ, მოსამართლე სემუელ ალიტოს წერილის გასაჯაროებით გახდა ცნობილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები