ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს $4 მილიარდის ოდენობის საგარეო დახმარების გაყინვის უფლება მისცა.
პარასკევს გამოცხადებული ვერდიქტი ეწინააღმდეგება დაბალი ინსტანციის სასამართლოს მიერ 3 სექტემბერს მიღებულ განჩინებას და მორიგი გამარჯვებაა ტრამპის ადმინისტრაციისთვის, რომელიც ცდილობს შეამციროს ჰუმანიტარულ და სხვა სახის საგარეო დახმარებაში გადახდილი ხარჯები.
საგარეო დახმარების $4-მილიარდიანი პაკეტი კონგრესის მიერ უკვე იყო დამტკიცებული, თუმცა მას ავტორიზაციის ვადა 30 სექტემბერს ეწურებოდა. ტრამპს სურდა, დახმარება სრულად გაეყინა და ამისთვის მიმართა "ჯიბის რეცესიის" პროცესს, რომელიც ფულის გადარიცხვისთვის ვადის ამოწურვამდე გაგრძელდებოდა.
აღნიშნული დახმარება საზღვარგარეთ გაეროს სამშვიდობო ოპერაციებისა და დემოკრატიული წინსვლის პროგრამის ნაწილი უნდა ყოფილიყო.
3 სექტემბერს აშშ-ის საოლქო მოსამართლე ამირ ალიმ ტრამპს საგარეო დახმარების ვადის ამოწურვამდე გადარიცხვა დააკისრა. უზენაეს სასამართლოში შეტანილ სარჩელში კი ტრამპის ადმინისტრაცია აღნიშნავდა, რომ ფულის გადარიცხვა აშშ-ის საგარეო პოლიტიკასთან მოვიდოდა წინააღმდეგობაში.




























