მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ის ვალის მოცულობამ რეკორდულ $39 ტრილიონს მიაღწია

აშშ

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ვალის მოცულობამ ახალ რეკორდულ ნიშნულს, 39 ტრილიონ დოლარს მიაღწია, რაც კაცობრიობის ისტორიაში დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელია.

შედარებისთვის, დაახლოებით 50 წლის წინ, ფედერალური ვალის მოცულობა $1 ტრილიონის ფარგლებში იყო, თუმცა მას შემდეგ ვითარება დრამატულად შეიცვალა.

რაც შეეხება თავად ამ ვალის მომსახურებას, საპროცენტო სარგებლის სახით ამერიკის მთავრობა ყოველწლიურად დაახლოებით 1 ტრილიონ დოლარს იხდის. 2032 წლისთვის ეს მაჩვენებელი $1.5 ტრილიონს მიაღწევს, ხოლო 2053 წლისთვის მთავრობას ვალდებულებების მომსახურებაზე $5.5 ტრილიონის დახარჯვა მოუწევს, რაც იაზე მეტი თანხა იქნება, რასაც ქვეყანა ჯანდაცვის სისტემაზე ხარჯავს.

ამერიკის მთავრობას ვალი აქვს როგორც სხვა ქვეყნების, კომპანიების და უცხოელი ინვესტორების, ასევე თავად ამერიკელი მოსახლეობის მიმართ. ამ თანხას კი მთავრობა ახალი პროექტების განსახორციელებლად და ბიუჯეტის შესავსებად იყენებს.

აშშ-ის მთავრობას უსასრულო მოცულობის ვალის აღება ორი მიზეზით შეუძლია: მას არასოდეს განუცდია დეფოლტი და აშშ-ის ფედერალურ ხაზინას არასოდეს დაუმთავრდება დოლარი, რადგან მის გამოშვებას თავად FED-ი უზრუნველყოფს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები