მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ის ვიცეკონსული: "მწვანე ბარათის" გათამაშება ოქტომბერში დაიწყება

57d933da1d0ca
BM.GE
14.09.16 16:03
3654

ამერიკის საკონსულო უკვე 10 წელზე მეტია რაც ამერიკაში წამსვლელებს ამერიკის სავიზო მომსახურებას სთავაზობს: სავიზო ანკეტების შევსება წესების მიხედვით ინგლისურ ენაზე, სავიზო ფოტოსურათის გადაღება და გასაუბრების დაჯავშნა ამერიკის საკონსულოში. აღნიშნულ თემაზე“საქმიან დილასთან“ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-კონსული ადამ ფოქსი საუბრობს.

-აშშ-ის მთავრობა მსგავს პროგრამას ყველა ქვეყნის საელჩოში ახორციელებს?

-არა, ქვეყანამ გარკვეული ტიპის მოთხოვნები უნდა შეასრულოს. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ არის რამდენიმე ათეული ქვეყანა და მათ შორის საქართველო, რომელიც ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ამ პროგრამაში მონაწილეობის მიღების მოთხოვნა საკმაოდ მარტივი და, რაც მთავარია უფასოა. მინდა ადამიანებმა, ვისაც გონია, რომ მასში მონაწილეობა ფასიანია გაიგონ, რომ ეს ასე არ არის. პროგრამაში მონაწილეობის პირველი ნაწილი უფასოა, რომელიც ინფორმაციის მიწოდებას ითვალისწინებს.

-რამდენი ადამიანი იღებდა საქართველოდან ამ პროგრამაში მონაწილეობას?

-ზუსტი მონაცემები არ მაქვს, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ თუ პროგრამაში ჩაერთვები, თქვენს ნომერს აირჩევენ და მოიგებთ -ეს არ არის გარანტია იმისა, რომ ამ ვიზას მიიღებთ, ვინაიდან ადამიანების რაოდენობა ყოველწლიურად შეზღუდულია. მოგება, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ გამარჯვებული ავტომატიურად მიიღებს საიმიგრაციო ვიზას. საჭიროა ყველა შემდეგი ეტაპის წარმატებით გავლა და საემიგრაციო პროცესის ბოლომდე წარმატებით მიყვანა.
ქვეყნები, რომლებიც ამ პროგრამაში მონაწილეობენ ყოველ წელს განახლებადია. საქართველო წელს ისევ იღებს ამ გათამაშებაში მონაწილეობას. შესაძლებელია, სხვა დროს საქართველო არ იყოს მონაწილე ქვეყნების სიაში. სხვადასხვა კრიტერიუმები და ანგარიშებია.

-როდის გვექნება საბოლოო გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოდან და გვეცოდინება იმ ადამიანების სია, რომლებიც “მწვანე ბარათის“ მფლობელები გახდებიან?

- პროცესი საკმაოდ გრძელია. ამ მრავალფეროვანი ლატარეის გათამაშების პროგრამის პირველი ეტაპი ოქტომბრის დასაწყისში დაიწყება და ნოემბერში დამთავრდება. მსურველებმა პროგრამაში ამ პერიოდში უნდა მიიღონ მონაწილეობა. შემდეგ უკვე დაახლოებით მომდევნო წლის მაისში პროგრამის მეორე ეტაპია გასავლელი, რა დროსაც გამთამაშებლები შეტყობინებას მიიღებენ. ეს არის სპეციალური ანგარიში, ერთჯერადი ნომერი კონკრეტულად ამ ადამიანისთვის შექმნილი, რომელიც მხოლოდ მისთვის იქნება ცნობილი და რომელიც აუცილებლად უნდა შეინახოს. მეორე ეტაპის შემდეგ აღნიშნულ ნომერს ინტერნეტში შეიყვანს და გაიგებს მოიგო თუ არა და ამის შემდეგ კიდევ სხვა ფაზაზე გადადის. შემდეგ უკვე ამ ადამიანს გასაუბრება დაენიშნება. თუ კი ადამიანი მივა ამ ფანჯარასთან და განათლების კრიტერიუმებს არ დააკმაყოფილებს, მისი აპლიკაცია უარყოფილი იქნება. აპლიკაციის შევსებისას ადამიანმა ყველა მასზე დამოკიდებული პიროვნება უნდა ჩართოს, იქნება ეს მეუღლე თუ შვილი. თუ ამ ნაწილს არ შეავსებს, მაშინ მისი ვიზა ასევე უარყოფილი იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია გათამაშებაში მონაწილე წესებს მიყვეს.

-“მწვანე ბარათის“ გათამაშების შემთხვევაშიამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი რა არის?
-ჩვენი ინტერესი ის არის, რომ ჩვენი საემიგრაციო სპექტრი უფრო მრავალფეროვანი გახდეს, სწორედ ეს არის ამ პროგრამის მიზანი.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები