აშშ-ის ხელისუფლებამ Moody's 864 მილიონი დოლარით დააჯარიმა. სარეიტინგო სააგენტო თანხას 2008 წლის ფინანსური კრიზისამდე გამოქვეყნებული რეიტინგების ვალდებულებების გამო გადაიხდის.
"დიდი რეცესიის წინ Moody's-ი საკრედიტო რეიტინგებში საკუთარ სტანდარტებსა და ინფორმაციის გამჭვირვალობის ვალდებულებებს არ იცავდა", - აცხადებს აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი ბილ ბერი.
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს Moody’s ანგარიშში აღნიშნულია, რომ მთავრობებთან შეთანხმება „სამართლებრივი რისკების" აღმოფხვრას უწყობს ხელს და იმ ხარჯებისა და გაურკვევლობების თავიდან აცილების საშუალებას იძლევა, რომლებიც შემდგომი გამოძიებასთან და სასამართლო პროცესთან არის დაკავშირებული.
ინფორმაციის თანახმად, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Standard & Poor's ანალოგიური შეთანხმება მთავრობებთან 2015 წელს გააფორმა და 1,375 მილიარდი აშშ დოლარი გადაიხადა.

























