მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ისგან გათავისუფლება? - ახალი სავაჭრო ალიანსები ტრამპის პოლიტიკის საპასუხოდ

დონალდ ტრამპის მიერ წამოწყებულმა სავაჭრო ომმა მსოფლიოში ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური დღის წესრიგი განსაზღვრა, მათ შორის, დააჩქარა ისეთი ეკონომიკური კავშირების ფორმირება, რომლებიც მანამდე, ხანგრძლივი ვადით ჭიანურდებოდა, ამ შემთხვევაში საუბარია, როგორც ევროკავშირსა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის გაფორმებაზე, ისე ინდოეთსა და ბრიტანეთს შორის, ანალოგიური შეთანხმების საბოლოოდ მიღწევაზე. ორივე მხრივ პროცესი დაძრულია, თანაც იმდენად, რომ მხარეებმა მანამდე არსებული შემაფერხებელი ფაქტორები დღის წესრიგიდან მოხსნეს და მოლაპარაკებების დროულად დასრულებისთვის კონკრეტულ ვადებზეც ალაპარაკდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები