მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ კორონავრუსის პირველ ტალღაში რჩება - ენტონი ფაუჩი

5eea15111ee55
ნათია თაქთაქიშვილი
17.06.20 17:15
933
აშშ-ის წამყვანი ეპიდემიოლოგი და ექსპერტი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ ამერიკა ჯერ კიდევ კორონავირუსის პირველ ტალღაშია და საუბრები მეორე ტალღასთან დაკავშირებით ნაადრევია. ამის შესახებ ინფორმაციას Business Insider-ი ავრცელებს.

ფაუჩი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან ზოგიერთ შტატში კორონავირუსის შემთხვევები მას შემდეგ გაიზარდა, რაც აშშ-ს მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის მოხსნა დაიწყო.

„ხალხი გამუდმებით მეორე ტალღაზე საუბრობს, მაშინ როდესაც ჯერ პირველი ტალღაც კი არ დასრულებულა“, - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.  "მე ვნახე კადრები ტელევიზორში, სადაც ხალხი ბარებში მითითებულ სოციალური დისტანცირების ნორმებს არ იცავდა, რაც ძალიან სარისკოა", - აღნიშნა მან.  

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვის მატებაზე განაცხადეს არიზონამ, ნევადამ, ოკლაჰამამ, ფლორიდამ, ტეხასმა, ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინამ.

კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების გამო, ორეგონის შტატი იძულებული გახდა, შეეჩერებინა საგანგებო მდგომარეობის შემსუბუქება, ხოლო ფლორიდა აცხადებს, რომ მიუხედავად ინფიცირების ახალი შემთხვევებისა, ლოქდაუნის მდგომარეობას აღარ დაუბრუნდებიან.

შეგახსენებთ, რომ ფაუჩიმ აშშ-ს მოსახლეობას სიფრთხილისკენ ივნისის დასაწყისშიც მოუწოდა, როდესაც მან კორონავირუსს „ყველაზე ცუდი კოშმარი უწოდა“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები