ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უახლოეს მომავალში ვიზის გასაცემად, შესაძლოა, სოციალური მედიის ინფორმაცია შეისწავლოს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ტრამპის ადმინისტრაციამ შესაძლოა ვიზის მსურველებს მოსთხოვოს საკუთარი Facebook-ის და Twitter-ის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება. დაახლოებით 15 მილიონ ადამიანს მოუწევს გასცეს ინფორმაცია ბოლო 5 წელში გამოყენებული ნებისმიერი სოციალური მედიის, ტელეფონის ნომრის, ელ.ფოსტის და მოგზაურობის ისტორიის შესახებ.

























