Aljazeera-ს ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ფილიპინებისთვის $500 მილიონის ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის მანილაში (ფილიპინების დედაქალაქი) ვიზიტისას გახდა ცნობილი.
აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლები რამდენიმე დღეა აზიის ამ რეგიონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან, რაც რეგიონში ვაშინგტონის პოზიციების გამყარებას ემსახურება, განსაკუთრებით ჩინეთთან არსებული გამოწვევების ფონზე.
“ჩვენ დამატებით $500 მილიონიან სამხედრო დაფინანსებას გამოვყოფთ ფილიპინებისთვის, რათა ხელი შევუწყოთ უსაფრთხოების კოლაბორაციას ჩვენს უძველეს მოკავშირესთან ამ რეგიონში.
აქ იმისთვის ვართ, რომ არაჩვეულებრივი საძირკველი დავდოთ. ვმუშაობთ, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი საერთო ხედვა დამოუკიდებელი და ღია ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის. ამ მასშტაბის დაფინანსება უპრეცედენტოა ”, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.