მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-მა გაეროს უშიშროების საბჭოს მოთხოვნას, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ვეტო დაადო - Reuters

ისრაელი

გაეროს უშიშროების საბჭოს მოთხოვნას, ღაზაში საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტის თაობაზე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვეტო დაადო.

აშშ ისრაელს მოუწოდებს, პალესტინელი მოქალაქეების დასაცავად უფრო მეტი გააკეთოს ჰამასთან დაპირისპირების დროს - ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

გამოცემის ცნობით, დღეს დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა და მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა.

გაეროს წარმომადგენელმა ჯერ კიდევ გუშინ გააკეთა ოფიციალური განცხადება მიმდინარე კონფლიქტზე და აღნიშნა, რომ ღაზაში მოქალაქეებისთვის ერთი უსაფრთხო სივრცეც არ არსებობს და ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვა, რასაც მხარი გაეროს წევრ ქვეყანათა აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა, ვიდრე აშშ მას ვეტოს დაადებდა.

ღაზას ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, დაღუპულთა რაოდენობა 17 487-ს აღწევს, ბოლო 24 საათში კი 71 ადამიანი გამოცხადდა გარდაცვლილად, 160 კი - დაშავებულად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები