მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-მა ირანის სამხედრო-საზღვაო ფლოტის 30-ზე მეტი ხომალდი, მათ შორის ერთი წყალქვეშა ნავი გაანადგურა

აშშ და ირანი

ოპერაცია „ეპიკური რისხვის“ პირველი 5 დღის განმავლობაში აშშ-მა ირანის ტერიტორიაზე, 2000-ზე მეტ სამიზნე წერტილზე დარტყმები ათასობით რაკეტით განახორციელა.

ამერიკელი ადმირალის, ბრედ კუპერის განცხადებით, იერიშების მასშტაბი 2003 წლის ერაყის კამპანიის საწყის ფაზას ორჯერ აღემატება. ამ დროისთვის განადგურებულია ირანის საზღვაო ძალების 30 ხომალდი, მათ შორის ერთი წყალქვეშა ნავი. როგორც სამხედრო მაღალჩინოსანი აცხადებს, მოკავშირეთა ავიაცია ირანის სიღრმეში მდებარე სარაკეტო ობიექტებზე ქირურგიული სიზუსტის დარტყმებს განაგრძობს.

სამხედრო კამპანიაში, რომელიც ხმელეთზე, ჰაერში, კოსმოსსა და კიბერსივრცეში ერთდროულად მიმდინარეობს, 50,000 ჯარისკაცი, 200 გამანადგურებელი და 2 ავიაზიდი მონაწილეობს. ადმირალ კუპერის შეფასებით, ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემა პრაქტიკულად განადგურებულია, ხოლო ქვეყნის სამხედრო პოტენციალი თვალსაჩინოდ სუსტდება. კერძოდ, ბოლო დღეებში ირანის მხრიდან სარაკეტო იერიშები 86%-ით შემცირდა. ამ მხრივ მნიშვნელოვანი იყო თავდაცვის მინისტრ პიტ ჰეგსეტის განცხადებაც, რომელმაც გუშინ თქვა, რომ მომდევნო 24-48 საათში შტატები და ისრაელი ირანის ცაზე სრულ კონტროლს მოიპოვებენ.

მნიშვნელოვანი ითქვას, რომ Global Firepower-ის მონაცემებით, კონფლიქტის დაწყებამდე ირანის საზღვაო ძალების აქტივში 109 ერთეული ტექნიკა ირიცხებოდა, მათ შორის 7 ფრეგატი, 3 კორვეტი და 25 წყალქვეშა ნავი. აშშ-ის სარდლობის განცხადებით, ოპერაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და რეგიონში ამერიკული საბრძოლო სიმძლავრის ზრდა კვლავ გრძელდება. ამ ეტაპზე ირანის მხრიდან საპასუხო დარტყმების განხორციელების შესაძლებლობა მინიმუმამდეა დაყვანილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები