მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-მა ირანზე სანქციები განაახლა

5be03bfc7e4c1
ლევან თაღიაშვილი
05.11.18 17:20
813
დღეს ირანის წინააღმდეგ ამერიკამ ახალი სანქციები დააწესა, რომელსაც უკვე მოჰყვა პროტესტი ნავთობით მდიდარ ქვეყანაში. ტრამპის ადმინისტრაციამ განაახლა ყველა სანქცია, რაც 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით იყო გაუქმებული. შეზღუდვები ძირითადად სამ სფეროს შეეხება, ესენია: ნავთობის ექსპორტი, ვაჭრობა და ბანკები. თითოეული მათგანი ირანის ეკონომიკის, რომელიც თითქმის ნახევარ ტრილიონ დოლარს შეადგენს, მამოძრავებელი ძალაა. ქუჩაში ათასობით ირანელია გამოსული და ისმის შეძახილები "სიკვდილი ამერიკას", BBC წერს, რომ ეს ადამიანები ყველანაირ უარს აცხადებენ მოლაპარაკებაზე და დაშლას ჯერჯერობით არ აპირებენ. სიტუაციას ართულებს ისიც, რომ ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი არ აპირებს სანქციების დაცვას და მისი თქმით, ის მაინც გაიტანს ნავთობს ექსპორტზე, ასევე თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩაატარებენ საჰაერო თავდაცვის წვრთნებს, რათა უკეთ შეძლონ სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში საკუთარი ქვეყნის დაცვა.

დონალდ ტრამპი საარჩევნო ტურში გამგზავრებამდე ვაშინგტონში განაცხადეს, რომ აპირებდნენ სანქციების მოხსნას, რითიც შეაჩერებდნენ სხვადასხვა კიბერ შეტევებს, ბალისტიკური რაკეტების ტესტირებას და ექსტრემისტების მხარდაჭერას ახლო აღმოსავლეთში. 

"სანქციები, რომელიც დაუწესდება ირანს არის ძალიან დიდი მოცულობის და მოიცავს სერიოზულ შეზღუდვებს. ქვეყანა ამით დიდ დარტყმას მიიღებს. ირანის ბირთვული შეთანხმება იყო ერთ-ერთი ყველაზე უსამართლო შეთანხმება, რომელიც ოდესმე ნებისმიერ ქვეყანას გაუფორმებია. დემოკრატების მიერ დადებული შეთანხმება იყო მხოლოდ ცალმხრივად სარგებლიანი, რასაც მე არასდროს არ დავთანხმდებოდი.

BBC-ს ინფორმაციით, ამჟამად 700 სხვადასხვა ადამიანი, ბანკი თუ ნავთობის ექსპორტიორი კომპანიაა შესული სანქციების სიაში. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ასევე განაცხადა, რომ 100-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია გაწყვეტს ირანთან ხელშეკრულებას სანქციების გამო. პომპეო განმარტავს, რომ 1 მილიონი ბარელით შემცირდება ნავთობის ექსპორტი, რაც ქვეყნის დაფინანსებას სერიოზულ ზიანს მოუტანს.

აქვე ხაზგასასმელია ევროკავშირის ლიდერების რეაქცია: დიდმა ბირტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა მხარი არ დაუჭირეს სანქციებს და ევროპულ კომპანიებს დაპირდნენ, რომ დაეხმარებიან ირანულ მხარესთან ლეგიტიმური ურთიერთობის დამყარებაში. 

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები