მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-მა კოვიდის მართვის კუთხით არასწორი მიმართულება აირჩია - ფაუჩი

60feb283a58f6
ნათია თაქთაქიშვილი
26.07.21 23:00
1428
აშშ-ის წამყვანი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ ქვეყანამ კორონავირუსის მართვის კუთხით არასწორი გზა აირჩია, რადგან ინფიცირების შემთხვევები მზარდია აუცრელ მოსახლეობას შორის. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ამჟამად აშშ-ში მოსახლეობის 49% ანუ 162,7 მილიონი მოქალაქეა სრულად აცრილი, რითაც აშშ ჩამორჩება სხვა განვითარებულ ქვეყნებს, მათ შორის კანადას, დიდ ბრიტანეთს, იტალიას და გერმანიას, სადაც სრულად აცრილი მოსახლეობის რაოდენობა 60%-დან 80%-მდე მერყეობს.

ენტონი ფაუჩის თქმით, დელტა შტამით ინფიცირების შემთხვევები განსაკუთრებით გაზრდილია აუცრელ მოსახლეობას შორის, ამიტომ აუცილებელია ქვეყნის მთავრობამ გადახედოს პირბადის გამოყენების წესებს და ასევე მოწყვლად ჯგუფებს „ბუსტერ დოზები“ შესთავაზოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები