აშშ-მა ვიქტორ ორბანის კანცელარიის ხელმძღვანელსა და მოკავშირე ანტალ როგანს მაგნიტსკის სანქციები დაუწესა.
ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა.
გავრცელებული ინფორმაციით, სახაზინო ოფისის საგარეო აქტივების კონტროლის დეპარტამენტი (OFAC) მას უნგრეთში კორუფციაში მისი მონაწილეობისთვის ასანქცირებს.
მაგნიტსკის სანქციები ითვალისწინებს როგანის საკუთრებაში არსებული ყველა აქტივის დაბლოკვას. ასევე სანქციები ეხება ნებისმიერ ეკონომიკურ ობიექტს, სადაც როგანი პირდაპირ ან ირიბად ფლობს 50%-ს.
გარდა ამისა, ფინანსური ინსტიტუტები და სხვა პირები, რომლებიც ეწევიან გარკვეულ ტრანზაქციებს ან საქმიანობას როგანთან, შეიძლება დაექვემდებარონ სანქციებს.




























