მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-მა სირიასა და იემენში ადამიანის უფლებების დარღვევისა და ზიმბაბვეში კორუფციასთან კავშირის გამო რამდენიმე პირს სანქციები დაუწესა

სახდეპი

აშშ-მა სირიასა და იემენში ადამიანის უფლებების დარღვევისა და ზიმბაბვეში კორუფციასთან კავშირის გამო რამდენიმე პირს სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ავრცელებს.

როგორც გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, ადამიანის უფლებათა დღესთან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან 14 პირსა და მათი ოჯახის წევრებს კორუფციასთან კავშირის გამო და ერთ პირს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის სანქციები დაუწესა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა, სახელმწიფო დეპარტამენტთან კონსულტაციების შედეგად, ზიმბაბვეში კორუფციასთან კავშირის გამო 9 ფიზიკურ პირსა და 19 სამართლებრივ ერთეულს და ასევე, ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სირიასა და იემენში ორ ფიზიკურ პირსა და ერთ სამართლებრივ ერთეულს სანქციები დაუწესა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები