მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აშშ მხარს უჭერს არჩევნებზე დამკვირვებელთა ჯგუფებს“ - ჯინ შაჰინი

აშშ

ჯინ შაჰინის განცხადებით, აშშ საქართველოს მხარდაჭერას მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების პროცესში გააგრძელებს. ამის შესახებ სენატორმა ქვეყანაში ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, სწორედ ეს იყო მისი და მაიკ ტერნერის საქართველოში ვიზიტის ერთ-ერთი მიზეზი.

„ერთ-ერთი მიზეზი რატომაც აქ ამ მნიშვნელოვან დროს ვიმყოფებით მოახლოებული არჩევნებია. გვსურდა, დაგვედასტურებინა და გაგვემყარებინა ჩვენი მხარდაჭერა, თავისუფალი სამართლიანი დემოკრატიული არჩევნებისადმი. გაგვემყარებინა ჩვენი ერთგულება მთავრობისადმი, რომ უზრუნველყოფილი იყოს საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მონაწილეობა, ვინც უზრუნველყოფს, რომ ეს არჩევნები საქართველოს ხალხის ნებას ასახავს.

ჩემი აზრით, ვაგრძელებთ ჩვენს მხარდაჭერას. აშშ მთელი რიგი ძალისხმევით მხარს უჭერს დამკვირვებელთა ჯგუფებს და ამას არჩევნების პერიოდში გავაგრძელებთ“, - განაცხადა ჯინ შაჰინმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები