შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანომ NASA-ს Artemis-ის მისიისთვის დამატებით $10 მილიარდი დოლარის გამოყოფას მხარი დაუჭირა. მიღებული თანხა დაიხარჯება პროგრამისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურას მომზადებასა და ასტრონავტების გადამზადებაზე.
მისიას განსაკუთრებით უჭერს მხარს დონალდ ტრამპი. მას სურს, კენედის შემდეგ გახდეს პირველი პრეზიდენტი, რომელიც ამერიკელ ასტრონავტებს მთვარეზე აიყვანს.
თვეების წინ რთულად წარმოვიდგენდით ამას, თუმცა ახლა თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის, რაც მოსწონს ტრამპს, აღიზიანებს მასკს. სენატის გადაწყვეტილებას კრიტიკულად შეხვდა მასკი, რომლის მიერ დაფუძნებულ SpaceX-ზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული NASA-ს არაერთი პროექტის განხორციელება. როგორც ჩანს, მასკის გაღიზიანება შტატების კოსმოსური სააგენტოს მცდელობამ გამოიწვია, მისი კომპანიისაგან დამოუკიდებლად გადადგას ნაბიჯები.
აქვე უნდა ითქვას, რომ როცა საქმე კოსმოსურ თავგადასავლებს ეხება, შტატების ლიდერებისთვის პოლიტიკური განსხვავება მეორეხარისხოვანი ხდება. ამას ადასტურებს მთვარის მისიის დასაფინანსებლად სენატში შეტანილი კანონპროექტის ორპარტიული მხარდაჭერა.




























