მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ ნავთობის მოპოვების მიხედვით ლიდერი გახდა

5b02b0d911b21
ელენე გოგბერაშვილი
21.05.18 17:10
645

ორგანიზაცია "სანავთობო სტატისტიკის ერთობლივი ინიციატივის" მონაცემებით, მიმდინარე წლის მარტის თვის შედეგების მიხედვით, აშშ  პირველად გახდა ლიდერი მსოფლიოში ნავთობის მოპოვების ოდენობის მიხედვით.

აშშ-ს შემდეგ ნავთობის მოპოვების მიხედვით მეორე ადგილს რუსეთი იკავებს. აშშ-შინავთობის მოპოვების მაჩვენებელმა შეადგინა 10,425 მლნ ბარელი ნავთობი დღე-ღამეში, რუსეთში - 10,298 მლნ ბარელი/დღე-ღამეში, საუდის არაბეთში - 9,907 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.

2018 წლის თებერვლის თვის მაჩვენებელთან შედარებით აშშ-ში წარმოება გაიზარდა 1,6%-ით, რუსეთში კი მაჩვენებელი არ შეცვლილა, ხოლო საუდის არაბეთში წარმოება შემცირდა 0,28%-ით.

უმსხვილეს ექსპორტიორად კვლავ საუდის არაბეთი რჩება - 7,122 მლნ ბარელი ნავთობი/დღე-ღამეში. მარტში აშშ-მა განახორციელა 1,664 მლნ ბარელის ექსპორტი დღე-ღამეში, რაც 3,7%-ით ზრდას წარმოადგენს წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები