მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ: "ოპეკი +"-ის გადაწყვეტილება სანავთობო ბაზრის დასაბალანსებლად არასაკმარისი იქნება

5b32526217eb0
BM.GE
26.06.18 18:48
1362
"ოპეკი +"-ის გადაწყვეტილება, შესაძლოა, არასაკმარისი იყოს სანავთობო ბაზარზე მოთხოვნილებისა და მიწოდების ბალანსის მისაღწევად. ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა რიკ პერრიმ.

"აშკარაა, რომ ჩვენ გვაქვს ბაზარი, რომელიც განიცდის მიწოდების ნაკლებობას. პარასკევს ფასის ზრდამ აჩვენა, რომ ექსპორტიორთა ახალი გადაწყვეტილება შესაძლოა არასაკმარისი იყოს" - აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, დღეისთვის არის გარკვეული სირთულეები ნედლი ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებით ტეხასისა და ნიუ-მეხიკოს ტერიტორიაზე Permian-ის აუზში, ასევე ვენესუელაში, სადაც არასტაბილური პოლიტიკური სიტუაციაა და ანგოლაში.

პერრიმ აღნიშნა, რომ აშშ სთხოვს ნავთობის მომხმარებლებს, შეამცირონ ირანიდან ნავთობის იმპორტი ვაშინგტონის სანქციებთან დაკავშირებით.

ამასთან მინისტრმა დაამატა, რომ ნავთობის სტრატეგიული მარაგები გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში და არა როგორც ბაზრის მართვის ინსტრუმენტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები