მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ს ეკონომიკა 4.1%-ით გაიზარდა

5b5f274cb0776
ლევან თაღიაშვილი
30.07.18 18:51
923
მეორე კვარტალში ამერიკის მთლიანი შიდა პროდუქტი 4.1%-ით გაიზარდა. ამის ძირითადი მიზეზი გახდა ის, რომ კომპანიებმა და მომხმარებლებმა წინა კვარტალთან შედარებთ, გაცილებით მეტი დახარჯეს. მხოლოდ სამომხმარებლო ხარჯები 4%-ითაა მომატებული. აღსანიშნავია, რომ Amazon-ის რამდენიმე დღიანი Prime აქციის დროს მომხმარებლებმა 4 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯეს.

“ეს ნამდვილად სოლიდური ციფრებია. უნდა ავღნიშნოთ, რომ თითქმის გაორმაგებულია წინა კვარტალთან შედარებით, რაც ძალიან კარგი სიახლეა. მეორე კვარტალში მოხმარების ზრდა ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი გახდა. ამ ფაქტორს შეგვიძლია დავეყრდნოთ და ვივარაუდოთ, რომ მსგავსი ტენდენცია მომავალ კვარტალშიც გაგრძელდება. მე ვიტყოდი, რომ უნდა გაგვიხარდეს მეორე კვარტლის რიცხვები, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ მეორე კვარტალი ტრენდს არ ქმნის, ამიტომ მთავარი გამოწვევა იქნება ამ მონაცემის გარდაქმნა მთლიანი წლის მაჩვენებლებში“ - განაცხადა Bloomberg-ის ჟურნალისტმა სიმონა მოკუტამ.

გარდა ამ მონაცემისა, ივნისში ქვეყანაში ინფლაციამ 2.9% შეადგინა, თუმცა FED-ის მიზნობრივი მაჩვენებელი 2%-ია.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები