მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ს მიერ სირიაზე განხორციელებული ავიადარტყმის შემდეგ, მსოფლიოში ნავთობის ფასები გაიზარდა

58e735558cd61
BM.GE
07.04.17 10:43
960
აშშ-ს მიერ სირიაზე განხორციელებული ავიადარტყმის შემდეგ, მსოფლიოში ნავთობის ფასები გაიზარდა. BBC წერს, რომ „ინვესტორებს ჯერ არ გაუთვითცნობიერებიათ“ ამერიკის მიერ სირიის დაბომბვის სიახლე.

ფინანსურ ბაზრებზე ძირითადი რეაქცია ნავთობის ფასზე მოდიოდა, - გამოცემა წერს, რომ Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა 56 დოლარი შეადგინა. ნავთობის ფასი 2%-ით გაიზარდა და ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულზე დაფიქსირდა.

სირიის მიერ ნავთობის წარმოება მცირე რაოდენობისაა, თუმცა მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, სანავთობო ბირჟებზე გაურკვევლობას ელოდებიან.

სირიაში ავიაბაზაზე დარტყმის შედეგად, არსებული ინფორმაციით, ოთხი სამხედრო დაიღუპა, ხოლო ინფრასტრუქტურა სრულად განადგურდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები