მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ს მთავრობა ავიაკომპანიების დასახმარებლად $14 მილიარდს გამოყოფს

602660b00e7f4
ნათია თაქთაქიშვილი
12.02.21 15:43
622
აშშ-ს მთავრობა კრონავირუსთან დაკავშირებული აკრძალვებით დაზარალებული ავიაკომპანიების დასახმარებლად 14 მილიარდ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, აშშ-ს ორი წამყვანი ავიაკომპანია American Airlines-ი და United Airlines-ი 27,000-მდე თანამშრომლის იძულებით შვებულებაში გაშვებას გეგმავდნენ თუ მთავრობა ავიაკომპანებისთვის დამატებით ფინანსურ რესურს არ გამოყოფდა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს გამოყოფილი თანხის ათვისებას ავიაკომპანიები მიმდინარე წლის 1 აპრილს ასრულებენ.

გამოცემა წერს, რომ 14 მილიარდიანი დახმარება აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ შეთავაზებული 1.9 ტრილიონიანი დახმარების ნაწილია.

American Airlines-ის განცხადებით აშშ-ს მთავრობის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსი ავიაკომპანიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან კომპანია მოახერხებს ხელფასების გადახდას და თანამშრომლების შენარჩუნებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები