მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ს ნავთობის მოპოვებაში ლიდერობა სურს

5b4de73f8546c
BM.GE
17.07.18 16:54
1139
ერთი წლის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოში ნავთობის ყველაზე დიდი მომპოვებელი იქნება. უკვე მიმდინარე წელს ისინი უსწრებენ საუდის არაბეთს ნავთობის მოპოვებაში და აღმოჩნდებიან მეორე ადგილას მსოფლიოში. ამის შემდგომ აშშ რუსეთს შეავიწროვებს. ეს პროგნოზი გამოქვეყნდა ამერიკის ენერგეტიკის ადმინისტრაციის ანგარიშსში.

გასულ წელს ამერიკის შეერთებული შტატები მესამე ადგილზე იყო ნავთობის მოპოვებაში. აშშ მოიპოვებდა დაახლოებით 9,5 მლნ ბარელს/დღე-ღამეში, საუდის არაბეთი - 10 მლნ ბარელს/დრე-ღამეში, ხოლო რუსეთი - 10,3 მლნ ბარელს/დღე-ღამეში. ამერიკის შეერთებული შტატები ორ წელიწადში გეგმავს გააკეთოს ნახტომი და გაზარდოს ნავთობის მოპოვება 12 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში. თუ ეს მოხდება, მაშინ ამერიკის შეერთებული შტატები პირველად 1974 წლის მერე გახდება უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი მსოფლიოში.

Oilnews

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები