ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდომ პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებებით გამოიკვეთა, რომ თეთრ სახლს სურს ჰქონდეს ძლიერი ეკონომიკა სუსტი დოლარის ფონზე. როგორც ეტყობა, ამ მიზნის მისაღწევად ევროკავშირის მიმართებაში ქვეყანა უარს არ იტყვის იმ პრინციზე რასაც „დაყავი და იბატონე ჰქვია“.
რამოდენიმე კვირის წინ, ამერიკის პრეზიდენტმა მკაცრად გააკრიტიკა გერმანიის, ჩინეთისა და იაპონიის ეკონომიკები თავიანთი ვალუტის შეგნებულად დევალვაციისთვის, რის გამოც ზარალს იღებენ ამერიკული კომპანიები და მომხმარებელი. დონალდ ტრამპს მიაჩნია, რომ ევროს კურსი ხელოვნურად დაბლაა დაწეული. პრობლემა იმაშია, რომ ევროს კურსის პარიტეტამდე დაწევა შესაძლებელია მხოლოდ ყოფილი მოკავშირეების დაშლის შემთხვევაში.
პირველად ბოლო 18 წლის განმავლობაში, იტალიის მშპ შემცირდა 0.4%-ით, გერმანიაში კი გაიზარდა 21,1%-ით, რაც ევროკავშირის ქვეყნებს შორის კარგ მაჩვენებლად ითვლება.
გერმანიის ფინანთა მინისტრის განცხადებით, გერმანიის ეკონომიკას შეუძლია გაუძლოს შედარებით ძლიერ ევროს, მოკავშირე ქვეყნების ეკონომიკებისთვის კი ეს შეუძლებელია. world economics კვლევის მიხედვით, გერმანიისათვის ეკონომიკისათვის ევროს კურსი 17%-ითაა შემცირებული, ხოლო საფრანგეთისა და საბერძნეთისთვის 5-7%-ზე მეტად. ასეთ ეკონომიკურ დაუბალანსებლობას მივყავართ პოლიტიკურ რყევებთან, რასაც იყენებენ პარტიები ხელისუფლებაში მოსახვედრად. საფრანგეთში მარინ დე ლე პენის მოსვლა ასოცირდება მის დაპირებასთან დააბრუნოს ვალუტად ფრანკი. მისი არჩევის შემთხვევაში, ევროს კურსი 10%-ით მაინც დაეცემა და ევროს ფუნტის ბედი ელის, მიუხედავად იმისა რაც უნდა კარგი სტატისტიკური მაჩვენებელი გამოვიდეს ევროპიდან. შეგახსენებთ, რომ ტრამპისა და მეის შეხვედრის დროს, აშშ-ს პრეზიდენტმა მოუწონა ინგლისს ’ბრექსიტი’-ს შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.
გასაგებია, რომ ძლიერი დოლარი ხელს უშლის აშშ -ს საექსპორტო პოტენციალის ზრდას. ბოლო სამი წლის განმავლობაში, აშშ-ს ისედაც სტაბილურად უარყოფითი სალდო აქვს, ყოველთვიურად 40 მილიარდი დოლარი, შესაბამისად წელიწადში ქვეყნიდან ნახევარი ტრილიონი გადის. ამ დროს კი ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემა ბეჭდავს ფულს და უშვებს მიმოქცევაში. ამერიკელების უმრავლესობა ცხოვრობს დახმარების ხარჯზე, არ უნდა მუშაობა, ფული კი მიდის ჩინეთში. ტრამპს აქვს გეგმა, - აიძულოს ამერიკელები იმუშაონ და მექსიკელები დააბრუნოს უკან, თავიანთ სამშობლოში. მხოლოდ ერთი წლის შემდეგ შევძლებთ იმის თქმას თუ როგორ დაეხმარა პროტექციონისტული პოლოტიკა ამერიკულ მრეწველობას.
აშშ-ს და სხვა განვითერებული ეკონომიკის ქვეყნებს, გერმანიის გარდა, აქვს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი და შესაბამისად ცხოვრობენ ვალების ხარჯზე. გერმანია ამ მხრივ გამოირჩევა ყოველთვიური დადებითი 20 მილიარდიანი სალდოთი, იგი ევროპის განაპირა რეგიონებიდან ხარბად იწოვს რესურსებს, თუმცა რესურსების შთანთქმის კუთხით აშშ-ს გაცილებით მეტი შესაძლებლობები აქვს.
დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ჩინეთი მოგვევლინა როგორც დამცველი გლობალიზაციისა და მთავარი გლობალიზატორის მანტია მოირგო. ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა კი გააუქმა წყნარი ოკეანის საპარტნიორო ხელშეკრულება, რომლითაც ამაყობდა წინამორბედი ბარაქ ობამა. ჩინეთმა რუსეთის საზღვრებთან გამოიტანა ბირთვული ბალისტიკური რაკეტები, რუსეთში კი წუნის მიზეზით უკან გაიწვიეს ყველა სარაკეტო რეაქტიული ძრავი. ამის შედეგია ის რომ ქვეყნებს შორის კოსმოსური ათვისების შეთანხმების პროგრამა დაშლის პირასაა მისული.
თუკი ლოგიკურ ჯაჭვს მივყვებით, სავსებით ცხადია, რომ ჩინეთსა და აშშ-ს შორის დიდი სავაჭრო ომის დაწყებამდე აუცილებად საფინანსო ბაზრებზე სავალუტო ომის მომსწრენი გავხდებით. ეს მოხდება მიუხედავად მემორანდუმისა, რომელსაც დიდი ოცეულის ქვეყნებმა, 2016 წლის სექტემბერში ხელი მოაწერა.
სანამ ტრამპი ცდილობს დოლარის ინდექსი, ევროპაში პრეზიდენტი მარიო დრაგი აცხადებს: ა) თუ ევროკავშირის ეკონომიკა მოითხოვს, გავამკაცრებთ მონეტარულ პოლიტიკას, ბ) ”ეკონომიკა უნდა გავდეს ეკონომიკას, საჭიროა უფრო მოქნილი რეფორმები” და ამ დროს დრაგი გვეუბნება, რომ ევროპაში ენერგო რესურსებზე ფასების მატების გამო, ინფლაცია იმატებს, ხოლო საბაზო ინფლაცია უცვლელი რჩება.
აქ საინტერესო ისაა, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი არასოდეს დაინტერესებულა იმ მიზეზებით, რის გამოც იმატებს ინფლაცია. ინფლაციის მომატება ასევე შესაძლებელია მომხდარიყო ევროპის ქვეყნებში გადასახადების მომატების ხარჯზე. ინფლაციის მომატება ევროპის ცენტრალური ბანკისთვის ყოველთვის ნიშნავდა საპროცენტო განაკვეთის ზრდას.
ევროპის ცენტრალური ბანკის ასეთი თავისუფალი ქმედება უნდა მივაწეროთ თეთრ სახლში ჯერ-ჯერობით დასალაგებელ სიტუაციას, კერძოდ წასასვლელია ძველი და დასაკომპლექტებელია ახლი კადრებით. ასევე უნდა დავაკვირდეთ რას იტყვის მარტში მარიო დრაგი, ასეთ ვითარებაში ძნელია ითქვას საით წავა ევრო/დოლარის ტრენდი. თუმცა იმ მონაცემების საფუძველზე, რაც დღეს გვაქვს ვიტყოდი, რომ მიმდინარე და მოსალოდნელი პოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტორების ფონზე ევრო დატესტავს პარიტეტის ნიშნულის არეს და შემდეგ ისევ ზემოთ აიღებს გეზს.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ევროკავშირის ეკონომიკა მეტნაკლებად სტაბილურია, იგი მაინც იმყოფება პოლიტიკური ფაქტორების ზეგავლენის ქვეშ. ქარიშხალს ამ შემთხვევაში საფრანგეთიდან ელოდებიან. 23 აპრილს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნებია. სოციოლოგიური გამოკითხვებით ”სახალხო ფრონტის” კანდიდატი მარინ დე ლე პენი ლიდერობს. ამას ასევე ემატება 2015 წლის საბერძნეთის გახმაურებული კრიზისი, რომელიც თითქოს და მიწყნარდა მაგრამ მაისის თვეში ისევ განახლდება, როდესაც სავალო ვალდებულებებისათვის განკუთვნილი მარაგები ამოიწურება.
2016 წლის დეკემბერში საბერძნეთის სახელმწიფო ვალმა 326,36 მლრდ ევრო შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 5 მლრდ ევროთი მეტია. აღნიშნული თანხიდან 254,75 მილიარდი საბანკო კრედიტებია და 71,61 მილიარდი სავალო ფასიანი ქაღალდებია. მაგალითისათვის ავღნიშნავდი, რომ საბერძნეთის სახელმწიფო 10 წლიანი ობლიგაციების შემოსავლიანობა 7,716%-ია. სხვა ზოგიერთი ფასიანი ქაღალდების შემოსავლიანობა 10%-ს აჭარბებს. ეს დიდ მაჩვენებლად ითვლება. რომ ავიღოთ ამის საშუალო მაჩვენებელი 7,7% შეგვიძლია დავთვალოთ, რომ წელიწადში საბერძნეთში მთავრობას კუპონური ვალდებულება სავალო მომსახურების დაფარვისთვის გაიზარდა +5,5 მილიარდი ევროთი. აღნიშნული კი ძალიან დიდი ტვირთია საბერძნეთის ეკონომიკისთვის. ასე რომ, საბერძნეთის ეკონიმიკის ჩიხში შესვლის ალბათობა ძალიან მაღალია, მან სასწრაფოდ უნდა მოახდინოს სავალო საპროცენტო ვალდებულებებზე პროცენტის დარიცხვის გაყინვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ვალებს ვერ გადაიხდის, თავი გაკოტრებულად უნდა გამოაცხადოს და დაემშვიდობოს ევროკავშირს.
საქართველოს მეცნიერთა საბჭოს წევრი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი
ნიკა შენგელია

























