კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიაში, 29 ივნისს, კომპანიისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებს შორის გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა, რომლის დროსაც მთავარი თემა, საქართველოში ნარჩენების მართვისა და გადამუშავების სისტემების განვითარება იყო, რაც თავის მხრივ ქვეყანაში ახალი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას, არსებულის გაძლიერებასა და საერთო ჯამში შეფუთვის ნარჩენების ეფექტიან მართვას ისახავს მიზნად. შეხვედრაზე იმ მიმართულებებზე და პროექტებზე იყო საუბარი, რომლებზეც კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” მვო„ჯორჯია ფლასთან” თანამშრომლობით ახორციელებს. შეხვედრის შემდეგ საელჩოს წარმომადგენლებმა, მუხრანის ველზე, კოკა-კოლას ქარხანაში არსებული ნარჩენების მართვის ცენტრი და ნარჩენების დროებითი საწყობი მოინახულეს. კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია”, ააიპ „ჯორჯია ფლასთან” ერთად საქართველოში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების - EPR სისტემის დანერგვასა და განვითარებაში აქტიურად მონაწილეობს. კომპანია მხარს უჭერს ისეთ ინიციატივებს, რომლის მიზანია შეფუთვის ნარჩენების ეფექტიანი შეგროვება და გადამუშავება.


































