მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ს სანქციები - რა იქნება სანქციების ეფექტი?

ფინანსური სანქციები 5 პირს და სავიზო შეზღუდვები საქართველოს ათეულობით მოქალაქეს - შეერთებულ შტატებს და საქართველოს მთავრობას შორის ურთიერთობები უკიდურესად მწვავდება. პრემიერი კობახიძე მაღალი რანგის პოლიციელების დასანქცირებას სახელმწიფოს უდიდესი შეურაცხყოფად აფასებს და შეერთებულ შტატებთან პოზიციების გადახედვაზე მსჯელობას არ გამორიცხავს. კობახიძე ისევ ღრმად არის დარწმუნებული, რომ აშშ-ს პრეზიდენტი სანქციების საქმის კურსშიც არ არის და კვლავ არაფორმალურ გავლენებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე აპელირებს. სანქციები კი, უკვე საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს საფინანსო სექტორს - ჯერ კიდევ შარშან ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიერ სანქციების აღსრულების წესში შეტანილი ცვლილებით, იმისათვის რომ ფინანსური სანქციები საქართველოს მოქალაქეზე გავრცელდეს სანქციების საფუძველთან დაკავშირებით ქართულმა სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ბანკები, რომლებსა ერთის მხრივ აქვთ დისკრეცია თავად გადაწყვიტონ სურთ თუ არა ამა თუ იმ კლიენტის მომსახურება, ახლა დილემის წინაშე არიან - დაარღვიონ მარეგულირებლის ბრძანება თუ საერთაშორისო სანქციები. დასავლეთთან გართულებული ურთიერთობების ფონზე გამოწვევის წინაშეა ეკონომიკაც - რომლის დაფინანსებაშიც დიდი როლი აქვს, როგორც საბანკო სექტორს ასევე გლობალურ ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობას - სადამდე შეიძლება მივიდეს მოვლენები - როგორი შეიძლება იყოს სანქციების მოკლევადიანი და გრძელვადიანი ეფექტი და რას იღებს დასავლეთთან ურთიერთობების უკიდურესად გართულების საპირწონედ მმართველი გუნდი?

სტუმარი: გიორგი ქობულია - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები