სავიზო სანქციების პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში - აშშ-მა სანქციების რეჟიმი დააწესა საქართველოში დემოკრატიის გაუარესებისა და ე.წ. რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით. როგორც სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებშია ნათქვამი, ამერიკის შეერთებული შტატების ვიზების შეზღუდვის ახალი პოლიტიკა იმ პირების მიმართ გამოიყენება, რომლებიც პასუხისმგებელნი ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში. სავიზო შეზღუდვა გავრცელდება მათი ოჯახის წევრების მიმართაც. ენტონი ბლიკენი ასევე აღნიშნავს, რომ ამ ქმედებების საპასუხოდ სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე დაიწყო შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირეული გადახედვა. როგორ აფასებენ ქართული ოცნების დეპუტატები აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს და რა შეფასებები კეთდება პარლამენტში?