მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ს სანქციების დილემა - შეასრულებენ თუ არა ქართული ბანკები სანქციებს?

აშშ-ის ფინანსური სანქციების აღსრულებაზე ეროვნული ბანკის განცხადება ურთიერთგამომრიცხავია - ასეთი შეფასებები მოჰყვა ცენტრალური ბანკის მხრიდან საქართველოს 4 მოქალაქის სანქცირების შესახებ დღეს დილით გავრცელებულ განმარტებას. სებ-ი ამბობს, ერთის მხრივ ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეზე სანქციათა რეჟიმი ვრცელდება იმ შემთხვევაში თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი. მეორეს მხრივ კი ამტკიცებს, რომ კომერციული ბანკები წარსულშიც იცავდნენ და მომავალშიც დაიცავენ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებს. უქმნის თუ არა სანქციების აღსრულების წესი საფრთხეს საბანკო სექტორს?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები