მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ "სამშობიარო ტურიზმს" აჩერებს

5bdac0176bb3e
ელენე ჩომახიძე
01.11.18 12:57
1631
ამერიკაში არალეგალურად მყოფი იმიგრანტების მიერ გაჩენილ ბავშვებს ქვეყნის მოქალაქეობის უფლება ავტომატურად აღარ მიენიჭებათ. ამის თაობაზე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა. დონალდ ტრამპის თქმით, საპრეზიდენტო განკარგულების პროექტი "დამუშავების პროცესშია. განცხადება ტრამპმა HBO-სთან ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, ამერიკა ერთადერთი ქვეყანაა დედამიწაზე, სადაც ადამიანი ჩამოდის, აჩენს ბავშვს და ჩვილი შეერთებული შტატების მოქალაქე ხდება... ეს უაზრობაა და ეს უნდა დასრულდეს"- აცხადებს ტრამპი.

„დემოკრატებს“ სურთ განაგრძონ მოქალაქეობის მინიჭება იმ ბავშვებისთვის, რომლებიც აშშ-ს ტერიტორიაზე არალეგალი მიგრანტების ოჯახში დაიბადნენ, თუნდაც ისინი რამდენიმე წამი იმყოფებოდნენ აშშ-ს ტერიტორიაზე. ყოველწლიურად ასობით ათასი არალეგალი მიგრანტის ბავშვები ავტომატურად ხდებიან აშშ-ს მოქალაქეები ამ უგუნური პოლიტიკის გამო. მათ ავტომატურად ეძლევათ უფლება ყველა სიკეთეზე, რაც ბიუჯეტს ყოველწლიურად მილიარდობით დოლარი უჯდება“ .

დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ მოქალაქეობის მინიჭების ზემოთხსენებულმა პოლიტიკამ ე.წ. „სამშობიარო ტურიზმი“ გამოიწვია, როდესაც ორსული უცხოელები აშშ-ში მოქალაქეობის მისაღებად მიემგზავრებიან. ტრამპი აცხადებს, რომ ამ თემაზე კონსულტაცია გაიარა საკანონმდებლო საკითხებზე მომუშავე გუნდთან და მსგავს გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო შესწორება არ სჭირდება.

„კონგრესს არასოდეს მიუღია კანონები, რომელიც აშშ-ში დაბადების გამო მოქალაქეობას ანიჭებს არალეგალ მიგრანტებს, ხოლო კონსტიტუცია არ ითვალისწინებს ამას, ვინაიდან არალეგალი მიგრანტები აშშ-ს იურისდიქციის გავლენის ქვეშ არ ხვდებიან“.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო პროგრამა ძირითადად იმიგრაციის პრობლემებს უკავშირდებოდა და როგორც თავად აღნიშნავდა , ამერიკაში დეპორტაციის მკაცრი პოლიტიკის მიღება იყო და არის საჭირო, ვინაიდან მისი აზრით არსებობს სამხილები იმისა, რომ დანაშაული ქვეყანაში ძირითადად არალეგალურად მყოფ იმიგრანტებს უკავშირდება. სწორედ ამიტომ ტრამპი გამოდიოდა ინიციატივით, გაუქმებულიყო კანონი, რომელიც აშშ-ში დაბადებული ბავშვებისთვის ავტომატურად ქვეყნის მოქალაქეობის მიღებას გულისხმობს. რაც შეეხება აღნიშნული კანონის გაუქმებას, ეს სავარაუდოდ სასამართლოში გასაჩივრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები