“ამერიკა-საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები იმაზე მეტი იქნება, ვიდრე ოდესმე”. განცხადება ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩმა რობინ დანიგანმა დღეს პარლამენტში გააკეთა. დიპლომატის თქმით, ამერიკის მთავრობა მხარს უჭერს ქართულ ბიზნესს, რათა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდეს. აღსანიშნია, რომ გასულ წელს საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო ბრუნვამ 2 მილიარდ 46 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც აშშ-სთან ვაჭრობის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. დიპლომატი ამბობს, რომ საქართველოს პრემიერთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მზაობა დაადასტურა.