აშშ-ს საქართველოსთვის მხოლოდ მშვიდობა და დამოუკიდებლობა სურს - აშშ-ს სურვილი ელჩმა, რობინ დანიგანმა გუშინ ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ გააჟღერა. დღეს შეერთებული შტატები დღეს დამოუკიდებლობის 248-ე წლისთავს აღნიშნავს. ელჩმა სიტყვით გამოსვლისას შეახსენა ყველას რომ აშშ-ს დიდი ძალისხმევის გაწევა მოუხდა დამოუკიდებლობის გზაზე და აღნიშნა, რომ ამერიკელების მსგავსად, ქართველებსაც მუდმივი ძალისხმევის გაღება უწევდათ დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად.