მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ საქართველოს მართლმსაჯულების რეფორმის დროულად დასრულებისკენ მოუწოდებს

5b18da01bffb1
მაია ბიწაძე
07.06.18 11:06
624
საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა საქართველოს მთავრობას მართლმსაჯულების რეფორმის დაჩქარებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის. ამის შესახებ ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ,,საქნიანი დილის“ ეთერში განაცხადა.

"მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, რომ უფრო სწრაფად დაასრულოს მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღა. ეს პირველ რიგში გაზრდის ქართველი ხალხის რწმენას დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისადმი და მეორე მხრივ მისცემს ამერიკულ და საერთაშორისო ინვესტორებს რწმენას, რომ საქართველო ის ადგილია, სადაც ბიზნესი მარტივი და კარგი საკეთებელია", - განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები