ოპტიმიზმის მიღმა რეალობა და გზავნილები წლების განმავლობაში პარტნიორი ქვეყნებისგან, რომელთა დახმარებებმაც რუსული აგრესიის ფონზე თუ პარალელურად უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულეს ფიზიკური თუ ეკონომიკური გადარჩენისთვის მნიშვნელოვნად გამკაცრდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთვის დახმარების შეჩერებაზე მუშაობს. საქართველოში მიმდინარე პროცესები და ქართული ოცნების ანტიდასავლური რიტორიკა კონგრესში გუშინ განიხილეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის განცხადებით საქართველოს მთავრობასთან პოლიტიკური თანამშრომლობის შეწყვეტაც განიხილება. როგორც ჯოშ ჯაკმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა მკვეთრად უხვევს ქვეყნის დემოკრატიული ტრაექტორიიდან. ქართულმა ოცნებამ კი კონგრესის განხილვებში საქართველოზე თავდასხმა ამოიკითხა. “რუსული კანონის” მიმღები ქართული ოცნება ამერიკას ურთიერთობების გადატვირთვას სთავაზობს.