მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში 5 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაცია იწყება

6204bf669c48c
თათია კაკიაშვილი
10.02.22 11:48
1098
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის გადაწყვეტილებით, შტატებში 21 თებერვლიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყება. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს. გამოცემის ცნობით, აშშ-ის სურსათის და წამლების ადმინისტრაციის რეკომენდაციით, ამ ასაკობრივ ჯგუფში მხოლოდ Pfizer-BioNTech-ის მიერ წარმოებული ვაქცინის გამოყენება განიხილება.

წამლის მწარმოებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ კვლევის წინასწარი მონაცემები და ავტორიზაციის მისაღებად საჭირო სხვა მასალები FDA-სთან უკვე გაგზავნილია, რითაც დასტურდება, რომ 2-4 წლის ასაკის ბავშვების ვაქცინაცია უსაფრთხოა და დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.

შეგახსენებთ, რომ ეს ასაკობრივი კატეგორია ის ერთადერთი მოწყვლადი ჯგუფია, სადაც Covid–19 საწინააღდმეგო ვაქცინაცია ამ დრომდე არ ჩატარებულა. ამასთან, CDC-ის დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის მთავრობა გეგმავს Pfizer-BioNTech ვაქცინის საწყისი 10 მილიონი დოზის გაგზავნას სხვადასხვა შტატში თებერვლის ბოლომდე, რათა რაც შეიძლება დროულად დაიწყოს ბავშვების ვაქცინაცია.

CDC-ის ცნობით, საწყის ეტაპზე ის ბავშვები აიცრებიან, რომელთაც Covid 19-ით ინფიცირების მაღალი რისკი აქვთ. მცირეწლოვანი ბავშვები ვაქცინის მცირე დოზას მიიღებენ, კერძოდ: Pfizer-BioNTech-ის მიერ კვლევის შედეგად მაღალი ეფექტიანობა აჩვენა 2-4 წლის ბავშვებში პრეპარატის 3 მიკროგრამის გამოყენებამ; 5-11 წლის მოზრდილებში - 10 მიკროგრამის, ხოლო 12 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებში - 30 მიკროგრამი ვაქცინის გამოყენებამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები