60 წლის განმავლობაში პირველად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ბუნებრივი აირის ექსპორტის მოცულობა მის იმპორტს აღემატება, - S&P Global Platts -ის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს The Wall Street Journal.
კომპანიის მონაცემების მიხედვით, მიმდინარე თვეში შეერთებულმა შტატებმა დღეში 210 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ექსპორტი განახორციელა, ხოლო ბუნებრივი აირის იმპორტის რაოდენობამ დღეში 190 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა.
გამოცემის მიხედვით, გამოკითხული ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აშშ-ში ბუნებრივი აირის ექსპორტისა და იმპორტის ბალანსი შესაძლოა ზამთრის პირობებში ისევ შეიცვალოს, რადგან ამ პერიოდში ბუნებრივი აირის მოხმარება ტრადიციულად იზდება.

























