მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში ავტოსადაზღვევო კომპანიები $800 მლნ–ის პრემიას მომხმარებლებს დაუბრუნებენ

5e8ccfda4fbec
ნათია თაქთაქიშვილი
07.04.20 21:20
1824
აშშ-ში ორმა სადაზღვევო კომპანიამ - Allstate-მა და American Family Insurance-მა განაცხადეს, რომ მომხმარებლებს 800 მილიონი აშშ დოლარის პრემიას დაუბრუნებენ, რადგან მოსახლეობა ნაკლებად გადაადგილდება ავტომობილით კორონავირუსის კრიზისის დროს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

Allstate აცხადებს, რომ ის აანაზღაურებს მომხმარებელთა მიერ გადახდილი პრემიების 15% -ს აპრილის და მაისის თვეში, რაც დაახლოებით 600 მილიონი აშშ დოლარია.

„რადგან საგზაო შემთხვევების უპრეცედენტოდ ცოტა შემთხვევები გვაქვს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, გადახდილი თანხის უკან დაბრუნების“, – განაცხადა Allstate-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტომ უილსონმა.

სადაზღვევო კომპანია American Family Insurance-მა კი განაცხადა, რომ კომპანია 50 აშშ დოლარს დააბრუნებს თითო მანქანაზე, რაც ჯამში დაახლოებით 200 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდება.

ამასთანავე, ორივე სადაზღვევო კომპანია აღნიშნავს, რომ თუკი მათ არ შეუძლიათ ყოველთვიური შენატანის გაკეთება ფინანსური პრობლემების გამო, რომელიც გამოწვეულია კორონავირუსის კრიზისით, ამისთვის საკმარისია მიმართონ სადაზღვევო კომპანიას და გადაავადონ გადასახადები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები