მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ში, ბოლო 50 წლის განმავლობაში პირველი ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა აშენდება

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უმსხვილესი ინდური კონგლომერატის, Reliance Industries-ის ინვესტიციით, ქვეყანაში ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში პირველი ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა აშენდება.

პროექტს, რომლის ღირებულებაც $300 მილიარდ დოლარს შეადგენს, ტრამპმა „ისტორიული“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს აშშ-ის ისტორიაში უმსხვილესი გარიგებაა.

როგორც ირკვევა, ტეხასის შტატში, ბრაუნსვილის საპორტო სივრცეში განთავსებული საწარმო 100%-ით ამერიკულ ფიქლოვან ნავთობს გადაამუშავებს, რაც პრეზიდენტის თქმით, გაზრდის ადგილობრივ წარმოებას, შესაბამისად, საშუალებას მისცემს ქვეყანას, უფრო მეტ სახელმწიფოს მიაწოდოს პროდუქტი.

ქარხნის მშენებლობა კომპანია America First Refining-ის მიერ განხორციელდება. აღსანიშნავია, რომ საუბარია ფირმაზე, რომელმაც ამერიკული ნედლეულის შესყიდვასა და დისტრიბუციაზე 20-წლიანი ხელშეკრულება უკვე გააფორმა. აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში დაგეგმილია 1.2 მილიარდი ბარელი მსუბუქი ფიქლოვანი ნავთობის გადამუშავება, საიდანაც დამზადდება $175 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქცია და გავა ბაზარზე. America First Refining-ის პრეზიდენტის, ტრეი გრიგსის განმარტებით, აშშ-ს აქვს ფიქლოვანი ნავთობის ჭარბი მარაგი, თუმცა მისი გადამუშავებისთვის საჭირო სიმძლავრეების დეფიციტს განიცდის. ამ პრობლემას კი, გრიგსის თქმით, სწორედ ახალი ქარხანა აღმოფხვრის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები