მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ში ელექტროენერგიის მოხმარება რეკორდულ მაჩვენებელს 2026 წლამდე მიაღწევს

ელექტროენერგია

ამერიკის შეერთებულ შტატებში ელექტროენერგიის მოხმარება რეკორდულ ნიშნულებს 2025-2026 წლებში მიაღწევს - ამის შესახებ Reuters აშშ-ის ენერგეტიკის საინფორმაციო ადმინისტრაციის მოკლევადიანი პროგნოზის ანგარიშზე დაყრდნობით წერს.

პროგნოზის თანახმად, კრიპტოვალუტებზე, მონაცემთა ცენტრებსა და ხელოვნურ ინტელექტზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, ასევე სახლებსა და კომპანიებში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის ტენდენციების გამო, 2025 წელს ენერგიაზე მოთხოვნა 4,179 მილიარდ კილოვატსაათს მიაღწევს, 2026 წელს კი - 4,239 მილიარდ კილოვატსაათს. შედარებისთვის, 2024 წელს მოხმარებამ 4,082 მილიარდი კილოვატ-საათი შეადგინა.

სააგენტოს პროგნოზით, 2025 წელს 1,524 მილიარდ კვ/სთ ენერგიას აშშ-ის რეზიდენტები მოიხმარენ, 1,458 მილიარდ კვ/სთ-ს - კომერციული მომხმარებლები, 1,064 მილიარდ კვ/სთ-ს კი - ინდუსტრიული სექტორი.

ამასთან, ანგარიშის თანახმად, ელექტროენერგიის გენერაციაში ბუნებრივი აირის წილი 43%-დან 2025 წელს 40%-მდე, 2026 წელს კი 39%-მდე შემცირდება. რაც შეეხება ქვანახშირის წილს, ის 2026 წლისთვის 15%-მდე შემცირდება, ერთი პროცენტული პუნქტით, განახლებადი რესურსების გენერაცია კი გაიზრდება.

კერძოდ, მწვანე ენერგიის წილი 2024 წლის 23%-იანი მაჩვენებლიდან, 2026 წლისთვის 27%-მდე გაიზრდება, ატომური ენერგიის წილი კი უცვლელად, 19%-ზე შენარჩუნდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები