აშშ-ის ნავსადგურების თანამშრომლების გაფიცვა დასრულდა.
შეჩერებული სამუშაო პროცესების გამო, დაგროვებულია დიდი რაოდენობით ტვირთი, რაც ზრდის მათი ტრანსპორტირების დროსა და ხარჯებს აშშ-დან საქართველოში ავტომობილების ტრანსპორტირებაზე. " კავკასიის ავტოიმპორტი" გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ ვინც უკვე შეიძინა ავტომობილი გაძვირებული ტარიფით, ღირებულება დაკორექტირდება და დაბრუნდება გაფიცვამდე არსებულ ნიშნულზე.
"მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე აშშ-ს აღმოსავლეთისა და მექსიკის ყურის პორტის თანამშრომლების გაფიცვა დასრულდა.
შეჩერებული სამუშაო პროცესების გამო, დაგროვებულია დიდი რაოდენობით ტვირთი, რაც ზრდის მათი ტრანსპორტირების დროსა და ხარჯებს. კავკასიის ავტოიმპორტი სრულად თავის თავზე იღებს ყველა დამატებით ხარჯს, შესაბამისად, ტრანსპორტირების ღირებულებაც გაფიცვამდე არსებულ ფასს უბრუნდება. ვინც უკვე შეიძინა ავტომობილი გაძვირებული ტარიფით, ღირებულება დაკორექტირდება და დაბრუნდება გაფიცვამდე არსებულ ნიშნულზე.
ჩვენი გუნდი ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს, იმისათვის, რომ, შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, ტვირთის ტრანსპორტირება მინიმალური შეფერხებებით მოხდეს. მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის," - წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.