მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში გასამართლებული თურქი ბანკირი სტამბოლის საფონდო ბირჟის ხელმძღვანელად დაინიშნა

5daeb4eceea80
მიხეილ ხაჩიძე
22.10.19 23:57
1410
თურქი ბანკირი ჰაკან ატილა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ირანისთვის  ეკონომიკური სანქციების თავიდან აცილებაში იყო ბრალდებული, თურქეთის საფონდო ბირჟის ხელმძღვანელად დაინიშნა. ინფორმაციას AP ავრცელებს.


საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, 2018 წელს შეერთებულ შტატებში მსჯავრდებული ბანკირი ციხიდან ივლისში გაათავისუფლეს და თურქეთში დაადეპორტეს.


თურქული მხარე ატილას უდანაშაულობას მთელი ამ პროცესის განმავლობაში ამტკიცებდა და მის დაპატიმრებას ”სკანდალურ სასჯელს” უწოდებდა.


სასამართლომ ანკარასა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობა გამოიწვია; ამის შემდეგ მკვეთრად გართულდა თურქეთ-აშშ-ის ურთიერთობები.


თურქეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ატილას საფონდო ბირჟის ხელმძღვანელის პოსტზე დანიშვნა Twitter- ზე გამოაცხადა. ”ჰაკან ატილას დასვენების დრო, რომელიც თავის ოჯახსა და ქვეყანას უსამართლო განაჩენის შემდეგ შეუერთდა, დასრულდა. ის დაინიშნა Borsa Istanbul-ის გენერალურ მენეჯერად", - აღნიშნა ბერატ ალბაირახმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები